ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭიაბერაშვილი: უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი

უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უკრაინის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს.

„უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესია შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიმარჯვოს ამ ომში, რაც ერთ-ერთი გარანტორი და წინაპირობაა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.