ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგში - არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო?

ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში - ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების კანონზე“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე, ასევე, გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა. ამას ამტკიცებდა ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოში და ახლა დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ თურმე უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა? ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა, დიდი ალბათობით მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია. არ მგონია საბჭოს სხვა წევრები დიდად ჩართულები ყოფილიყვნენ ამაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„აგენტების კანონი“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ის“, - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.