ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რუსული კანონი თქვათ კიდევ? ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია

ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რუსული კანონი თქვათ კიდევ? ამ ამბავმა ხომ ჩაიარა? მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „რუსულ კანონს“.

პაპუაშვილის თქმით, „აგენტების კანონი“ ქართულია და საქართველოს პარლამენტმა იმიტომ მიიღო, რომ ყველას, ვინც რუსეთის, ან სხვა ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებს საქართველოში, ფინანსები ცნობილი იყოს.

„ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა რასთან გვაქვს საქმე, ამაზე ახლა ოპოზიცია და „ენჯეოები“ გაბრაზებულები დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, უბრალოდ ისტერიაში არიან ჩავარდნილი. მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ ჩაილურის წყალი დალია. ეს ქართული კანონია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და რომლის მიზანიცაა, ყველა, ვინც რუსეთის, ან სხვა ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებს საქართველოში, მათი ფინანსები ცნობილი იყოს, ეს არის ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი ქართულ პარლამენტს მიუღია.

რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“, მას სრულად მხარს უჭერს არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა“, - აცხადებს პაპუაშვილი.