ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრ ვიტალი გეგუჩიასა და „პოსტ ტივის“ გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან).
მათივე ცნობით, „პოსტ ტივის“ თანამშრომლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებიან.