ის რაც გუშინ მოხდა ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი, - ამის შესახებ პარტია ,,ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ,,ოცნება" ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას.
,,დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს. გასაგებია რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს.
ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ. ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ. მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.
მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა!", - წერს მელია.
„ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.
,,ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.