ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეუფე იაკობი: ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, რუსების ძახილს თავი გაანებოს. გველაპარაკონ წესიერად

ჩემთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, საქართველოში იქნება თუ უცხოეთიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე ამბობენ, რომ რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან და როგორ მიდიან. ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, მისთვის რუსების დაძახებას თავი უნდა დაანებოს.

„ჩვენ თვითონ ვიბრძოდით რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თავიც დადო, ჩვენ თუ ცოცხლები ვართ ახლა, უფალმა დაგვტოვა ასე ცოცხლები და ჩვენც თავის გასაწირად ვიყავით წასულები. ვიღაცებს ახლა არც უბრძოლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ვინც ლაპარაკობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც ასე უდიერად მოგვიხსენებდეს, რომ ოკუპანტის მხარეს ვიყოთ, ეს არის ჩვენი დიდი შეურაცხყოფა. თუ გინდათ ქართველები შეურაცხყოთ გარედან თუ შიგნიდან, იძახეთ და პატივისცემას, თქვენსას, ნებისმიერისას, დავკარგავთ. თუ გაწყობთ ჩვენთან ურთიერთობები არ გქონდეთ, თვითონ გაქვთ ასარჩევი. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება, რომ ეკონომიკურად მოძლიერდეს, ახალგაზრდებს სჭირდებათ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გარეთაც, საუკეთესო განათლება. უდიდესი კულტურის ერი ვართ და აუცილებლად ერთად უნდა ვაკეთოთ ეს. ყველას ვთხოვ, რომ ვისაც საქართველოსთან, ჩვენნაირ ხალხთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და გველაპარაკონ წესიერად. რა სჭირდება ჩემს ერს? ეკონომიკაში დაგვეხმარეთ! მარტო კანონს ხომ ვერ შეჭამ?! კანონებშიც ბევრი პროგრესი გვაქვს და ეკონომიკასა და განათლებაში რომ გვექნება პროგრესი, ყველაფერს მოვაგვარებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.