ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანში ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი, ზოჰრე ელაჰიანი, დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყოფილმა პარლამენტარმა რეგისტრაციის შემდეგ თავისი საარჩევნო სლოგანი: "ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება", გააჟღერა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17 ადამიანმა გამოთქვა.

მანამდე ირანის "გუშაგთა საბჭო" ქალებს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საშუალებას კონსტიტუციის 115-ე მუხლის მიხედვით არ აძლევდა.

56 წლის ზოჰრე ელაჰიანის რეგისტრაციამდე, ირანის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, "კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის" გამო სამი ქალი არ დაარეგისტრირეს.

ირანში, პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩაინიშნა.