ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ მეორე და მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც „უცხოელ აგენტებად" წოდებულ პირებს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, „უცხოელ აგენტებს" ჩამოერთმევათ როგორც ფედერალურ, ისე რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასევე, საარჩევნო კომისიებში ყოფნის შესაძლებლობა.

კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.