ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქართველი მორაგბეების ნაწილი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამოვიდა

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, მორაგბეებიც გამოვიდნენ. მათ პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

„ყოველი მსგავსი ქმედება სირცხვილია! რუსეთისკენ ქვეყნის გაქანება ღალატია! ხალხთან ბრძოლას ასე ვერ მოიგებთ“, - წერს ბექა გორგაძემ.

„მერამდენედ შეიძლება სირცხვილი, ცვლილებების დროა, არა ძალადობას“, - დაწერა ლაშა ჯაიანმა. „არა რუსეთსა და მონობას, გაუმარჯოს თავისუფლებას“, - წერს კოტე მიქაუტაძე.

„აგენტების კანონის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ ასევე მორაგბეები: სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით ნინიაშვილი, ნიკა აბულაძე, თორნიკე ჯალაღონია, გურამ პაპიძე, თამაზ მჭედლიძე და ლუკა ჯაფარიძე.