ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტის დაღუპვის გამო, ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადა

ავიაკატასტროფაში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და სხვა მაღალჩინოსნების დაღუპვის გამო, ხელისუფლებამ ხუთდღიანი გლოვა ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მომდევნო 50 დღის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამედ მოხბერი შეასრულებს, სავარაუდოდ, 50 დღის შემდეგ კი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.