ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-მ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა, ჩინური კომპანიები დაასანქციროს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა ჩინური ბანკები და კომპანიები დაასანქციროს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა ისაუბრა.

მიზეზი მათ მიერ რუსეთის ომში მხარდაჭერაა. 

"ვფიქრობ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩინურ კომპანიებზე ვართ კონცენტრირებულები, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერაში სისტემატურად მონაწილეობენ. ყურადღებით ვაკვირდებით ფინანსურ დაწესებულებებსაც. ნაბიჯები გადაიდგმება არამხოლოდ აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების მიერაც და ეს ნაბიჯები იქნება ჩვენი ღრმა შეშფოთების დემონსტრირება იმის გამო, თუ რისი ​​​​​​გაკეთება სურს ჩინეთს თავის ურთიერთობებში რუსეთთან უკრაინაში ბრძოლის ველზე", - თქვა კემპბელმა.

კემპბელი რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა და გამოთქვა აშშ-ის შეშფოთება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მიმართ პეკინის მხარდაჭერის გამო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.