ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰადსონი: MEGOBARI ACT საქართველოში რუსული გავლენის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სენატორ რიჩარდ ჰადსონის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დიქტატორია, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ნებისმიერი ხერხის გამოყენებით სურს.

მისივე თქმით, ,,MEGOBARI ACT" საქართველოში რუსული გავლენის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

,,ვლადიმირ პუტინი არის დიქტატორი, რომელსაც სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა ნებისმიერი ხერხის გამოყენებით. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დადგება პუტინის მცდელობების წინააღმდეგ, დაამხოს თავისუფლება და დემოკრატია. ,,MEGOBARI ACT" არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყანაში რუსეთის გავლენის გავრცელების საწინააღმდეგოდ",- წერია სენატორ რიჩარდ ჰადსონის განცხადებაში, რომელსაც ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში ავრცელებს.