აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ტრამპმა Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სასჯელს ელოდება მოსამართლისგან, ტრამპმა თქვა, რომ პატიმრობას ან შინაპატიმრობას არ გამორიცხავს და ამის წინააღმდეგი არ არის.
მისი თქმით, თუ მას დააპატიმრებენ, დარწმუნებული არ არის, რომ საზოგადოება ამას შეეგუება.
„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება, ამის გადატანა. თქვენ იცით, გარკვეულ დროს დგება გარდამტეხი მომენტი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.