ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბელგრადის საქალაქო საბჭოს არჩევნებს მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, სერბეთის მმართველმა „პროგრესის პარტიამ“ დედაქალაქის საქალაქო საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიას სერბეთის პოპულისტი ლიდერი, ალექსანდრ ვუჩიჩი ხელმძღვანელობს, წერს Reuters.

სოციალური გამოკითხვების ცენტრის მონაცემებით, “პროგრესის პარტიამ“ ბელგრადში ამომრჩეველთა 52,9%-ის ნდობა მოიპოვა; მას მნიშვნელოვნად ჩამორჩა მეორე ადგილზე გასული მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობა - 17,2%-ით; მემარცხენე შეხედულებების მწვანეთა პარტიამ კი ხმათა 12,5% მიიღო.