ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილის განმარტებით, ორგანიზაციებს შესაბამის პორტალზე რეგისტრაციისა და დეკლარაციის შევსების ვალდებულება დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან ექნებათ

ყველას მოვუწოდებ, მიჰყვნენ კანონის ნორმებს და სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა.

როგორც პაპუაშვილმა თქვა, კანონი ხვალიდან შევა ძალაში და ამასთან, მან ჟურნალისტებთან პროცედურებიც განმარტა.

„დღეს მოვაწერე ხელი, ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ ამ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა ვალდებულება რეგისტრაციის წარმოიშობა ხვალიდან 60 დღეში, რაც უწევს დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან", - თქვა პაპუაშვილმა.