ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეკა ბესელია: მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განსხვავებული თუ კრიზისული განწყობისა, ყველა უნდა შეუერთდეს „ქართულ ქარტიას“

მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განსხვავებული თუ კრიზისული განწყობისა, ყველა უნდა შეუერთდეს „ქართულ ქარტიას“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ორბელიანების სასახლეში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა „ქართული ქარტია“ მას მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან, ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე.

„ამ დოკუმენტს სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, არამედ პირველ რიგში, ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერა და მე სწორედ, ამის მოლოდინი მაქვს, რადგან პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, ახლა ამ კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა. დღეს ხელმოწერების პროცესი იწყება. დღეს ხელმოწერით ყველა პარტია მიუხედავად იმისა, ვინ რა პოზიციაზე იდგა და ა.შ. ერთმანეთის მიმართ განსხვავებული, თუ კრიზისული განწყობისა, ამ ქარტიას ყველა უნდა შეუერთდეს”, - განაცხადა ბესელიამ.