ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს. პოლიტიკოსები პრეზიდენტის სასახლეში დილის 11 საათიდან მიდიან.
დოკუმენტს ამ დროისთვის ხელი უკვე მოაწერეს: ეკა ბესელიამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, პაატა დავითაიამ, თაკო ჩარკვიანმა, გია გაჩეჩილაძემ, მამუკა ხაზარაძემ, ქეთევან თურაზაშვილმა, ანა დოლიძემ, ნიკა მელიამ, პაატა მანჯგალაძემ, გიგა ბოკერიამ, თინა ბოკუჩავამ და დავით ბერძენიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარტიას ხელს არ მოაწერს გახარიას პარტია „საქართველოსთვის”. ასევე, პრეზიდენტის ინიციატივას არ უერთდება „გირჩი” და ლეიბორისტული პარტია
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.