უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა და ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ გაავრცელეს.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი მებრძოლია დაღუპული.