ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დავითაშვილი: ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას.

მისივე თქმით, ეს კომპანია შედის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება.

„მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მეორე, ეს იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობის დროს ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან, ინვესტიციების შემთხვევაში, საჭიროა ამ კონკრეტული უწყების თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.