„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა ასეთი დოკუმენტი და იმედს გამოთქვამს, რომ უმძიმესი 5 თვე, რაც არჩევნებამდე დარჩა, მაინც იქნება იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების მოპარვას
როგორ ბერძენიშვილმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში პოზიტიურ როლს თამაშობს.
„ბუნებრივია, საბოლოო ტექსტი მისია. პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თვითმმართველობის რეფორმაზეც აიღონ პასუხისმგებლობა, ეს ნაწილი ქარტიაში არ არის. ერთიანად, საქართველოს დემოკრატიული მოდერნიზაცია, ანუ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტში იქნება უზრუნველყოფილი. იმედი მაქვს, უმძიმესი 5 თვე, რაც არჩევნებამდე დაგვრჩა, მაინც იქნება იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების მოპარვას და არ ექვემდებარება დიდი უპირატესობით გამარჯვებული პროდასავლური, დემოკრატიული რეფორმატორული ოპოზიციისთვის ამ გამარჯვების წართმევას, მე ძალიან იმედიანად ვარ და პრეზიდენტი ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმები „აგონიაში მყოფი სუსტი ხელისუფლების პრობლემაა“.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.