არ ველოდები სანქციებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ლეგიტიმური ხელისუფლების და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც იცავს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ნების გამომხატველია, ამის გამო აშშ-მა დამასანქციროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არ ველოდები... ასეთი უდიდესი სახელმწიფო ამ დონეზე არ მგონია დაეცეს. თუ მაინც მოხდა, მე პირადად, ჩავთვლი, რომ მისია შევასრულე ამ ქვეყანაზე“- თქვა ზარქუამ.
დეკანოიძის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს, უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ.