ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნინო წილოსანის მოთხოვნით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს 1 თვით პარლამენტში შესვლა აუკრძალეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს 1 თვით პარლამენტში შესვლა აუკრძალეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი „შაბათის მთავარისთვის“ ამზადებდა სიუჟეტს, რისთვისაც პარლამენტში, დეპუტატს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ჰკითხა. წილოსანმა მას კითხვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ პარლამენტში მოქმედი წესების მიხედვით, იგი მის ტელევიზიას არ ეწერება. ჟურნალისტის მცდელობას კი, კვლავ მიეღო პასუხი კითხვაზე, მისი დასანქცირება მოჰყვა.

მთავარი არხის ჟურნალისტმა ოფიციალური წერილი მიიღო საქართველოს პარლამენტისგან, სადაც წერია, რომ 2023 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პუნქტების საფუძველზე, მას შეუჩერდა ჟურნალისტის აკრედიტაცია 1 თვის ვადით.

პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესები 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვალა.