ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის გამო ევროკავშირის ელჩებმა სანქციათა ახალი პაკეტი შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ X-ზე „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩების მიერ დამტკიცებული სანქციათა ახალ რეჟიმს ოფიციალურად ეწოდა ალექსეი ნავალნის სახელი. ის შეეხება 19 ფიზიკურ და 1 იურიდიულ პირს,“ - წერს ჟურნალისტი.
რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის შესახებ 16 თებერვალს გახდა ცნობილი. ოფიციალური ვერსიით ამის მიზეზი თრომბი გახდა. ოპოზიციონერის დაღუპვამ დასავლური საზოგადოებებისა და პოლიტიკური ლიდერების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
EU ambassadors have just approved a new sanctions regime targeting human rights abuse in 🇷🇺 - informally named after Navalny. a first group of people, 19 individuals & 1 entity, mainly responsible for his death, have also been added to the list
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 22, 2024