„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და ივნისში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კიდევ უფრო საფუძვლიანად იმსჯელებენ.
„ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება", - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე .
🇪🇺 ambassadors today discussed the situation in 🇬🇪. 🇪🇺 foreign ministers will do the same on Monday (27 May) and even more thoroughly in June. All options remain on the table.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 22, 2024