ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილის თქმით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდება

ძირითად კანონში, ისევე, როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე რამდენიმე წელია, 10 წელია უკვე აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონების პაკეტი დააინიცირა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი შედგება 19 კანონისგან, საიდანაც ერთი არის ძირითადი, 18 კი გამომდინარე კანონი.