ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილის თქმით, კინოთეატრებში ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის პაკეტის წარდგენისას განაცხადა, რომ ტელეეთერებიდან და კინოთეატრებიდან ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ. 

პაპუაშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

„ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუ ტელევიზიით გადის რამე ფილმი და თუ იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არ გაშვებული. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ცენზურა მხოლოდ კინოჩვენებას შეეხება, მაგრამ არა სხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს. 

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონების პაკეტი დააინიცირა.