ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ბაიკერებს მოტოციკლები დაუზიანეს

ათობით ბაიკერს დილით დაზიანებული მოტოციკლები, გადაჭრილი მუხრუჭები და დასერილი სავარძლები დახვდა. ისინი შურისძიებას „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებენ.

ამასთან, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან, წარწერები და პოსტერები გაჩნდა.

„ერის მტრები", „ბოლშევიკები", „ფულზე გაყიდულები", „გრანტებით გაზრდილი აგენტურა“, - ეს არის არასრული ჩამონათვალია იმ ეპითეტების, რომლებიც პოსტერებზე კონკრეტული ადამიანების ფოტოების გასწვრივ წერია. გამოყენებულია ჰომოფობიური და უცენზურო ტერმინებიც.

ფოტო: TV პირველი