თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან, წარწერები და პოსტერები გაჩნდა.
„ერის მტრები", „ბოლშევიკები", „ფულზე გაყიდულები", „გრანტებით გაზრდილი აგენტურა“, - ეს არის არასრული ჩამონათვალია იმ ეპითეტების, რომლებიც პოსტერებზე კონკრეტული ადამიანების ფოტოების გასწვრივ წერია. გამოყენებულია ჰომოფობიური და უცენზურო ტერმინებიც.
პოსტერებთან ერთად, საღებავით არის ასევე დაწერილი „აგენტები“, „ერის მტერი".
აღნიშნულს წინ უძღოდა „აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან უცხო ნომრებიდან მასობრივად რეკვის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხოფის კამპანია, მოხდა ფიზიკური თავდასხმები.