ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: სტრატეგიულ პარტნიორთან სანქციების ენით და მუქარით საუბარი, არასწორია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა არ იყოყმანებენ.

პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან სანქციების ენით და მუქარით საუბარი - არასწორია.

„ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. რაც შეეხება ზოგადად ამ სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, ჩვენ წლებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბროს ქართველ ხალხს. ამიტომ, თავის მხრივ, ამაზე ფიქრი და გაჟღერებაც არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით და მერე არის ის, რომ ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში. თუ ამის პასუხად არის ის, რომ ხალხის ხელისუფლებას სანქციებით უნდა ელაპარაკო, ამ ხალხს სანქციის ენით ელაპარაკო, ეს ხომ, საერთო ჯამში, აზიანებს მხოლოდ იმას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს“, - ანიშნა პაპუაშვილმა.