სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, - ამის შესახე კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს.
„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭიროა. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს...
ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილების მიღების თაობაზე.