დღეს, ბაქოში სამხედრო წვრთნა „კავვკასიის არწივი-2024-ის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. მასში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. ინფორ,აციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
გახსნის ცერემონიალი სწავლებაში მონაწილე სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამხედროთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები დაუკრეს.