ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლავროვის მოადგილე: ოქტომბრისთვის დასავლეთს საქართველოში „მაიდნის“ სცენარის განხორციელება სურს

დასავლეთი ცდილობს ოქტომბრამდე განახორციელოს საქართველოში ახალი „მაიდანის“ სცენარი, რათა შეიქმნას დაძაბულობის ახალი წყარო რუსეთის საზღვრებთან. ამის შესახებ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება „მაიდნის“ სცენარის განხორციელების მცდელობით, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით“, - ამბობს რუსი მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ურცხვ ზეწოლას ახორციელებენ ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე.