ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რაქვიაშვილი: ეჭვი მაქვს, „ქართული ქარტია“ მომავალში არავის გაახსენდება, თუ ამ დოკუმენტის უკან რომელიმე პარტია ან გაერთიანება არ დადგება

მიკვირს, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების, რომლებიც ისეთ დოკუმენტს აწერენ ხელს, რომ არ იციან რა წერია მასში. ეჭვი მაქვს, „ქართული ქარტია“ მომავალში არავის გაახსენდება, თუ ამ დოკუმენტის უკან რომელიმე პარტია ან გაერთიანება არ დადგება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ ისეთ დოკუმენტებს არ აწერს ხელს, რომლის შინაარსი არ ესმის და არც ეთანხმება.

„ეჭვი მაქვს, ეს დოკუმენტი არავის გაახსენდება, თუ მის უკან არ დადგება რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება თავისი პოლიტიკური სიით და იტყვის, ეს არის ჩემი პროგრამა. მაშინ შეიძლება ვიღაცას კიდევ ახსოვდეს. თორემ, უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი პუნქტები, რომლის შინაარსი უცნობია, თუ ამაზე არ დაიწყება დისკუსიები, დებატები, თუ არ მოხდება ამ პუნქტების განმარტება, არავის არ გაახსენდება, რადგან ასეთ ქაღალდს არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.