„ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონების პაკეტის დაინიცირებას, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„უცხოური აგენტების კანონით” კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს,” - წერს როთი X-ზე.
„ქართული ოცნება“ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ, შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.
After attacking critical civil society with the “foreign agent law” Georgian government targets sexual minorities. A Russian-style crackdown on LGBTI is another red flag for Georgia‘s EU ambitions. Ruling Party must stop initiatives to destroy 🇬🇪’s future. https://t.co/p406thxscI
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) June 4, 2024