კონგრესმენ მარკ ვისის განცხადებით, კონგრესში ინიცირებული „MEGOBARI Act” ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად. მის კომენტარს სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს. ჩვენ ერთად ვგლოვობდით, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და გვერდიგვერდ ვიბრძოდით.
„MEGOBARI Act” ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას წინსვლისთვის”, -აცხადებს ვისი.
აშშ-ის კონგრესში, დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე „MEGOBARI აქტის“ განხილვა დაიწყება.
Reflecting on the U.S. & Georgia’s friendship, @RepVeasey says, “The #MEGOBARI Act is an expression of that continued alliance and underscores that Congress will act to defend Georgia’s democracy to highlight a better path forward.” pic.twitter.com/rocqtFWU1p
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 4, 2024