დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო, „ფორმულას“ ჟურნალისტ, სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს.
პარლამენტი წერილში მიუთითებს, რომ "მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას". ეს ჩანაწერი ფორმულას ეთერში არ გაუშვია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. ნინო წილოსანის მოთხოვნით, გუშინ, 3 ივნისს, მუშაობა აუკრძალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. ის ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებს.
პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესები 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვალა.