ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნატალია საბანაძე: უნდა იყოს ინდივიდუალური სანქციები - არ ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ

უნდა იყოს ინდივიდუალური სანქციები - არ ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს.

საბანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპულ პოლიტიკას ახორციელებს.

,,მთავრობა ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ევროპული ინტეგრაციის შანსებს ძირს უთხრის.

ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე პასუხს აგებენ. მაგალითად, რომ არ ჰქონდეთ საშუალება, რომ თავისი შვილები აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, ასევე, სხვა მიმართულებები. თუმცა, ეს არ უნდა აისახოს სამოქალაქო სექტორზე, არ უნდა აისახოს საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულებით მხარდამჭერია. ასევე, არჩევნების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანია - არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება",- აღნიშნა საბანაძემ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოში არსებულ ვითარებასა და ,,აგენტების კანონიდან" მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ.