ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საბანაძე: ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს - დაშინება და მუქარა ყოველდღიური მოვლენაა

საქართველო, თუ თავს გრძნობს თავისუფალ ქვეყნად, იგი არის დაუმორჩილებლობის, სახალხო პროტესტის შედეგი და ამ პროტესტებზე პასუხად ქართული რეჟიმი, სტალინის ერის აღდგენას ცდილობს, - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაშინება, მუქარა - ყოველდღიური მოვლენაა.

,,ქართული რეჟიმი ეძებს გლობალურად მტრებს. დაშინება, მუქარა, მათი ყოველდღიური მოვლენაა. დღევანდელ ქართულ დემოკრატიაში, დემოკრატიის განადგურება ხდება პარლამენტის მიერ და უმრავლესობის მხრიდან ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრა იმ კანონების მიღებით, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალეობას ეს არის დარტყმა საქართველოს ხანგრძლივი სურვილის, რომ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. საქართველოს მეგობრები არიან წარმოდგენილები როგორც მტრები, რომ ჩაითრიონ საქართველო ომში. ქართველი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს აქტი კიდევ უფრო გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას და არა უკან დახევს მას. ვსაუბრობთ მრავალ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეუთო/ოდირის შეფასება არის ძალიან მაღალი, ძალიან უარყოფითი ამათთან დაკავშირებით. ქართველი მმართველები კი აცხადებენ, რომ მათ არ სმენიათ არცერთი ვალიდური არგუმენტი მათი პოზიციის წინააღმდეგ. მიდის დიალოგი ყრუებთან, ასე შეიძლება დავარქვათ",- აღნიშნა საბანაძემ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოში არსებულ ვითარებასა და ,,აგენტების კანონიდან" მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ.