ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წილოსანი: მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია - შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს

მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანი  აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს.

„ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია - შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, უფრო სწორად ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა“,- წერს ნინო წილოსანი.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა. მოსმენაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე.