ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ყაველაშვილი: ამერიკის კონგრესში ვიხილეთ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ის რაც დღეს ვიხილეთ, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი იყო.

მისი განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების გარდა, ვიხილეთ მოღალატე და უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.

ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ!

არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!“, - წერს ყაველაშვილი.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა. მოსმენაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე.