ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს

ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს, ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობას ასე ვერ მოვახერხებთ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, სადაც შეიძლება საქართველოს საკითხი იყოს განხილული, რაც შარლ მიშელმა დააანონსა.

„ვიცით, რომ განიხილავენ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან ურთიერთობებში... რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და მას სჭირდება დიალოგი ევროკავშირთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროკავშირში გაწევრიანება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გზა რომ გრძელი იქნება, ამ გზაზე გამოწვევები იქნება, მნიშვნელოვანია, პროცესი ორივე მხარემ ღირსეულად გავიაროთ. ევროკავშირზე მაღალი წარმოდგენა მაქვს და მჯერა, ევროკავშირი ქვეყნებთან მიმართებით რუსეთის მსგავსად, პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტს არ გამოიყენებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.