ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: აშშ-ის კონგრესში განხილვაზე ვიხილეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი - 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები

ძალიან მძიმე სანახაობა იყო. ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გუშინ გამართული მოსმენა.

„ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება შეეყაროს ადამიანს, არ ვიცი. ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნის დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ. ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნების მმართველებთან დაებეზღებინათ. დღეს ეს ყველაფერი ღია ეთერში ხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით იმსჯელეს.