სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან, - ასე ეხმიანება „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ჩინეთის პოზიციას, რომელმაც რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ.
„ჩინეთმა, ამ საკითხში, დაიკავა ისეთივე პოზიცია, როგორიც დაიკავეს ნიკარაგუამ, კუბამ, ირანმა, ბელარუსმა, რუსეთმა და მსგავსმა ქვეყნებმა. არცერთი ეს ქვეყანა საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ამიტომ არის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვინც არის აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, მათთან უნდა გავაღრმაოთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ. მსოფლიოში უფრო მეტი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ვიდრე პირიქით.
ზუსტად მათ რიცხვშია რუსეთი და სხვა ტოტალიტარული ქვეყნები. სამწუხაროდ, მათ რიცხვშია ჩინეთის რესპუბლიკაც, რომელიც არ ჯდება მეგობრულ და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში. მთავარია ახლა, რომ ივანიშვილმა ამ 5 თვეში ისე არ დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო კავშირები, რომ 100 ქვეყნიდან კიდევ უფრო არ შემცირდეს საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი“ , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას.