ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დაუშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებზე ხელისუფლება შევცვალოთ - ჩვენი სტრატეგია გვაქვს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება. დაუშვილის თქმით, სწორად არ მიაჩნია საჯარო საუბარი თეორიულ დაშვებებზე, საარჩევნოდ ვინ რა ცენტრად ჩამოყალიბდება.

მისივე განმარტებით, პარტია ,,საქართველოსთვის" მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლა და ამისთვის მის გუნდს თავისი სტრატეგია აქვს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებზე ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი მოქალაქეების ხმები დაცული იყოს. ვინ რა ცენტრად ჩამოყალიბდება, არ ვიცი, ყველაფერს პროცესი გვაჩვენებს. თეორიულ მსჯელობებზე შეიძლება, ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ თეორიულ დაშვებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ცვლადი იარსებებს და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თეორიულ მსჯელობებში შესვლა სწორად არ მიმაჩნია. ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო ამოცანა. ეს ამოცანაა – ერთი, ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ და დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმებით. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, გატარდეს რეფორმები, რათა ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და მივყვებით ჩვენს სტრატეგიას“, – განაცხადა დაუშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, სექტემბრიდან იქნება ორი გაერთიანება, ერთი – სააკაშვილთან, მეორე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების“.