ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი EU-ს ელჩზე: როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობაა, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება.

პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში, პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად.

მისივე თქმით, ელჩის პასუხისმგებლობაა, რომ ევროკავშირისგან საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.

„ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომლებიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში. ვისურვებდი, მისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში, პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულით, დღეს დაკავებულები არიან ტერორით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მუქარით, სატელეფონო ზარებით, დახვედრებით, რაც არის ლიბერალური ფაშისტური სტილი. მე მინდა, მოვისმინო ის, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ მოისმინოს. როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო. სხვა ყველანაირი განცხადება არის გაღმა შედავების სტილი იმისთვის, რომ მერე გამოღმა ვინმეს არ შეედავონ გაუმჭვირვალობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.