ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ცისკარიშვილი ივანიშვილზე: ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა

ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის (ბიძინა ივანიშვილის) ახირება, რომელსაც უსასრულოდ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც აშშ აუცილებლად მიიღებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

„ძალიან საწყენია და დასანანია, რომ ქვეყანა, რომელიც ბოლო 30-32 წლის განმავლობაში გვერდში გედგა რესურსებით, ძალისხმევით, ენერგიით, თანხებით, ყველაფრით. საქართველოს სადაც გაუჭირდა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქვე იყო, შენ ზურგს აქცევ და მტრად აცხადებ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სხვა კლუბში უკეთესი პირობებია, ავტოკრატიულ კლუბში, როგორიც არის ბელორუსი, ირანი, რუსეთი, ათწლეულობით ინარჩუნებენ იქ მმართველები ხელისუფლებას. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან სწორედ ეს ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა, ენერგია, რაც საქართველოზე დაიხარჯა იმიტომ, რომ ერთი ახირებული კაცი, რომელსაც ძალაუფლებაში უნდა ყოფნა უსასრულოდ, ცვლის ამ ისტორიულ ვექტორს და საქართველო მიჰყავს იმ მიმართულებით, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება და ეს არამხოლოდ მათი გამოსახედიდან არის დასანანი, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის დიდი წინააღმდეგობა და ამ ბოლო ორი თვის აქციებმა ეს დაადასტურა. აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც შეერთებული შტატები აუცილებლად მიიღებს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ",- განაცხადა ცისკარიშვილმა.