ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რობერტ ფიცო არ აპირებს თავდამსხმელს სასამართლოში უჩივილოს და კომპენსაცია მოითხოვოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც თავდამსხმელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია.

მისივე თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში დავუბრუნდები”, – ამბობს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერიის თქმით, ის არ აპირებს თავდამსხმელის სასამართლოში უჩივილოს და კომპენსაცია მოითხოვოს.

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ”, - ამბობს სლოვაკეთის პრემიერმა.

59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.