ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩეხეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ, რის შემდეგაც 1 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

სარკინიგზო კომპანია Regiojet-ის მატარებელში, რომელიც პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.