„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სანქციების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება.
„თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში. ჯერ ასეთი არჩევანი არ დამდგარა. იმედი გვაქვს, რომ ამერიკა მართლა გადახედავს ურთიერთობებს და გადახედავს იმას, რომ ჩვენ მეორადი პროდუქტის სახელმწიფო კი არ ვართ, არამედ თანაბარი უფლებების სახელმწიფო ვართ. ამისი იმედი გვაქვს და ვნახოთ როგორ მოიქცევა.
რაც შეეხება ფულად დახმარებას, ამაზე ლომჯარიამ და გიგაურმა იდარდონ. ეგ ფული ქართველ ხალხთან მაინც არ მიდის. იმათ ნაცვლად ჩვენ ვერ ვიდარდებთ ამერიკა დააფინანსებს თუ არა არასამთავრობო სექტორს. რაც შეეხება სანქციებს, რით ვერ გაიგეს, რომ საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზეა. თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, გადახედოს და იქ ნახავს, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე არ ცვლიდნენ”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს.