„აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილის, ბლოგერ უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად, მის ხალხთან მოქალაქეები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც.
როგორც ოჯახი აცხადებს, სამართალდამცველები არ ამბობენ, რა მიზნით არიან სახლში შესულები და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალებას.